კვლევის საყურადღებო შედეგი – წინა წელთან შედარებით გაზრდილია იმ ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელი, რომლებიც ოზონის შრის დაშლას იწვევს.
საუბარია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაში და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებში, ძირითადად ძველი თაობის გამაგრილებელ მოწყობილობებში, ასევე კოსმეტიკურ პროდუქციაში გამოყენებულ ნივთიერებებზე, რომელთა გადაჭარბებული მოხმარება ჯანმრთელობისთვის მავნე შედეგებს იწვევს. მითითებული პროდუქტების რეალიზაციაზე ლიმიტია დაწესებული. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო ერთ წელში მათი გამოყენება შემცირების ნაცვლად იზრდება.