საფრთხის შემცველი ლიფტი თბილისში

სიცოცხლისთვის საშიში ლიფტი თბილისში.

საბურთალოზე, ბერბუკის რვა ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟებული ლიფტის ჩავარდნის საფრთხე ყოველ წუთს არსებობს. მსგავსი რამ ერთხელ უკვე მოხდა, თუმცა ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით შეაკეთეს ლიფტი, რომელიც უსაფრთხოების არცერთ ნორმას არ აკმაყოფილებს. მას შემდეგ ადგილობრივების ნაწილი მწყობრიდან გამოსული ლიფტით მაინც ყოველდღიურად სარგებლობს.