საფრთხის შემცველი განცხადებები 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წლის თავზე, საქართველოს ხელისუფლების მისამართით ოპონენტებისგან ისევ მძიმე ბრალდებები ისმის. ამჯერად ფოკუსში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტია. თინა ხიდაშელის შემდეგ, რომელიც საქართველოდან ირანში ტერორისტების რეკრუტირებაზე საუბრობდა და ხელისუფლებას კონფლიქტში კონკრეტულ მხარეს დგომას ურჩევდა. კიდევ უფრო მძიმე შინაარსისაა ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის ერთ-ერთი ავტორიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი კანდელაკია. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი, ამერიკას თბილისი-თეირანის მოკავშირეობაზე მიუთითებს, მეორე ნაწილი ირანის მიერ საქართველოს დაბომბვას არ გამორიცხავს და კონკრეტულ სამიზნეებსაც ასახელებს.

ანტისახელმწიფოებრივი და საფრთხის შემცველი – ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპონენტთა განცხადებებს და ოპოზიციის რიტორიკას საქართველოს კიდევ ერთ ომში ჩართვის მცდელობად განიხილავს.