საფრთხის შემცველი განცხადებები – გამოძიება სუს-ში
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და განცხადებები, რომლებიც საქართველოში გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა.
სუს-ი იკვლევს, რის საფუძველზე გაჟღერდა კონკრეტული პოლიტიკოსების თუ ყოფილი მაღალჩიnოსნების მხრიდან ბრალდებები, რომლებიც საქართველოში ირანის გავლენების ზრდას, მომატებულ საფრთხეებსა და ტერორიზმს ეხებოდა. საგამოძიებო უწყება სკანდალური განცხადებების დამადასტურებელ ფაქტებს ითხოვს. უცხო ქვეყნისთვის და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება – ამ მუხლითაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და ვახტანგ კაპანაძე. ძიების დასრულებამდე თემა მორიგი პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი ხდება. ახალი ბრალდებები უცხოეთიდან დაფინანსებული დივერსიული კამპანიაა მმართველი გუნდისთვის, რომელიც პარალელს უკრაინის ომის დაწყების პერიოდთან ავლებს და რუსეთის სანქციების გვერდის ავლის შესახებ ოპონენტების მაშინდელ ბრალდებებს იხსენებს. მითუმეტეს, რომ ამერიკა-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის დაწყებისთანავე განცხადებები სანქციებისთვის თავის არიდებაში ირანის დახმარებაზეც ისმის.
ბოლო დღეებში გაჟღერებული მძიმე ბრალდებების გამო ავტორებს თავშეკავებისკენ ოპოზიციიდანაც მოუწოდეს.