საფრანგეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში, წყალდიდობას და ძლიერი ქარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სტიქიის ზონაში 40 ათასი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ნორმანდიაშია, საიდანაც 600 ადგილობრივების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 142 კილომეტრს აღწევს.