საფრანგეთმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

18:25, 22.10.2026

საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტის მიღებაზე განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საფრანგეთი ამ ნაბიჯით სუვერენიტეტის დაცვაზე ზრუნავს, საქართველოს ხელისუფლება კი კანონის მიღებისას პარტიის დაცვაზე იყო ორიენტირებული. მმართველი გუნდი კი ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას იხსენებს. შეგახსენებთ, კანონპროექტი სენატმა მიიღო და განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაუგზავნა. ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის დამნაშავეს შესაძლოა სამ წლამდე პატიმრობა და ჯარიმის გადახდაც დაეკისროს.

მსგავსი