საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება

გერმანია და საფრანგეთი კი ერთობლივი განცხადებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებენ, ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები საპარლამენტო სივრცეში მოაგვაროს. მათ შორის საუბარია გარკვეულ ნაკლოვანებებზე საარჩევნო პროცესში, ასევე სასამართლო სისტემის შემდგომ რეფორმირებაზე. ამ თემებზე დისკუსიისთვის საკანონმდებლო ორგანო შესაფერისი ადგილია, ვინაიდან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებასა და საბოლოო ჯამში – საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას, – ვკითხულობთ ტექსტში, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.