საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია.

ხუთწლიანი სასჯელის ათვლა დაიწყო – ნიკოლა სარკოზი პარიზის ლა სანტეს ციხეში სამარტოო საკანშია. ექსპრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ, საქმის მასალებს კი გაყალბებულად აცხადებს, მისი საკასაციო სარჩელი სააპელაციო სასამართლომ ორი თვის ვადაში უნდა განიხილოს. საქმე, რომელშიც ქვეყნის ყოფილი პირველი პირი დამნაშავედ ცნეს, ლიბიიდან საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად თანხების მიღებას ეხება. ეს სარკოზის წინააღმდეგ აღძრული ერთადერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის. ექსპრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევის საქმის ფიგურანტიცაა – ამ საქმეზე საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ საბოლოოდ ვერდიქტი ნოემბერში უნდა გამოიტანოს.