საფრანგეთის სინემათეკის კურატორის ვიზიტი

18:18, 01.11.2026

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით, საქართველოს პირველად ეწვია საფრანგეთის სინემათეკის წარმომადგენელი და პროგრამების კურატორი პოლინ დე რეიმონი. საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მან ქართველ მაყურებელს ფრანგული კინოკლასიკა წარუდგინა. ასევე, თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებთან.

ფესტივალის გახსნაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ აღდგენილი ორი ქართული ფილმი, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ციფრულად რესტავრირებული „მაგდანას ლურჯა“ და ალექსანდრე რეხვიაშვილის „XIX საუკუნის ქართული ქრონიკები“.

მსგავსი