საფრანგეთის სენატის კომიტეტის კანონპროექტი – შეფასებები თბილისში

15:11, 15.10.2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა საფრანგეთის სენატის კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, რომელიც უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიიღეს. თემას დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საფრანგეთს საქართველოზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა და ახლა კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. პაპუაშვილის თქმით, „საქართველოში გამჭვირვალობის კანონით მხოლოდ ფინანსური ჯარიმებია გათვალისწინებული და არ მოიცავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“. ცნობისთვის, საფრანგეთის სენატის კომიტეტმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო.

მსგავსი