საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ რუსეთს გარანტიები უნდა მისცეს. ემანუელ მაკრონის თქმით, დასავლეთმა უნდა მოიფიქროს, როგორ დაკმაყოფილდეს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება, თუ პრეზიდენტი პუტინი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს დათანხმდება. ფრანგულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში მაკრონი ამბობს, რომ ევროპამ თავისი მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად უნდა მოამზადოს.