ევროპის „სტრატეგიული ავტონომიის“ იდეა

ემანუელ მაკრონის განცხადებები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში განხილვის მთავარი თემა ხდება.

ჩინეთში ვიზიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი სულ უფრო აქტიურად საუბრობს ევროპის „სტრატეგიული ავტონომიის“ მნიშვნელობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიციით,

ევროპა უნდა მოერიდოს იმ კრიზისებში ჩართვას, რომლებიც მისი არ არის. მაკრონის კონცეფციას უკვე გამოუჩნდნენ მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეებიც. საფრანგეთის ლიდერის მიდგომას შეცდომად მიიჩნევს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. განსხვავებული რეაქციების ფონზე ჩინეთში დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა. ანალენა ბერბოკი ტაივანის სრუტეში სამხედრო კონფლიქტს მოვლენების განვითარების ყველაზე ნეგატიურ სცენარად მიიჩნევს. მისი მთავარი გზავნილია, რომ ევროპა ამაზე თვალს ვერ დახუჭავს.