საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
24 აგვისტოს „მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი იქნება განხილული. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ელისეის სასახლის ინფორმაციით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. შეხვედრის თავმჯდომარეები საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იქნებიან. კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, კოალიციის დაახლოებით ათი მონაწილე შეიკრიბება. მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. ელისეის სასახლის განცხადებით, შეხვედრა სიმბოლურად უკრაინის დამოუკიდებლობის 35 წლისთავზე გაიმართება და მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხისა და მისი სუვერენიტეტისთვის ბრძოლის მხარდაჭერას.