საფრანგეთის პოლიციის ოფიცერი, რომელსაც ემანუელ მაკრონმა გმირი უწოდა, საავადმყოფოში დაიღუპა

საფრანგეთის პოლიციის ოფიცერი, რომელსაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გმირი უწოდა, საავადმყოფოში დაიღუპა. მას მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. 45 წლის არნო ბელტრამმა რადიკალ ისლამისტს, რომელსაც მაღაზიაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, მძევლად საკუთარი თავი შესთავაზა. იგი სპეცოპერაციის დროს, ორმხრივ სროლაში დაიჭრა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა: „საფრანგეთი არასოდეს დაივიწყებს მის სიმამაცეს, მის გმირულ საქციელს, მის მსხვერპლად გაღებულ სიცოცხლეს“.

საფრანგეთის ქალაქ ტრებესში შეიარაღებული პირი მაღაზიაში შეიჭრა და მძველები აიყვანა. მძევლები მოგვიანებით გაათავისუფლეს. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 დაშავდა.

თავდამსხმელის, 26 წლის ჯიჰადისტის ლიკვიდაცია სპეცოპერაციის დროს განხორციელდა.