საფრანგეთის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. კენჭისყრა საფრანგეთის პარლამენტში გუშინ გაიმართა. საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ბაირუს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი 194-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 364, ხოლო 25-მა დეპუტატმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა. ელისეს სასახლეში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს რამდენიმე დღეში დანიშნავს. ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ, თავისივე ინიციატივით, მთავრობისადმი ნდობის საკითხის დაყენების შესახებ 25 აგვისტოს განაცხადა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბაირუ ვერ ახერხებდა პოლიტიკური ოპონენტების დარწმუნებას, მხარი დაეჭირათ მისი 2026 წლის ბიუჯეტის გეგმისთვის. როგორც ფრანგული მედია წერს, ბაირუ თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც უნდობლობის ვოტუმის ნაცვლად, ნდობის ვოტუმის გზით გადააყენეს.