საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია – შეფასებები

18:30, 13.05.2026

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიცია დოკუმენტის შინაარსს იზიარებს და აცხადებს, რომ კრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა. მმართველი გუნდი რეზოლუციას უსამართლოს უწოდებს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეა გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ კურსს და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. მოითხოვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვას იქამდე, ვიდრე ქვეყანა პოლიტიკურ კრიტერიუმებს, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დააკმაყოფილებს. მოთხოვნებს შორის არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

მსგავსი