საფრანგეთის ელჩი არჩევნებს აფასებს

12:25, 30.10.2018

საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე საუბრობს საფრანგეთის ელჩი. პასკალ მენიეს განცხადებით, მოსახლეობამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება თავისუფლად შეძლო. დიპლომატი მეორე ტურის ჩატარების საკითხსაც შეეხო, მისი განმარტებით,  პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ, ერთმანეთთან დებატები ევროპული სტანდარტებით უნდა გამართონ და საზოგადოებას აჩვენონ თუ რას უნდა ელოდონ მათგან.

მსგავსი