საფრანგეთის და გერმანიის შეთანხმება

ევროკავშირის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე მაკრონი და მერკელი გერმანია-საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ცდილობენ.

ახალი ხელშეკრულება გერმანიის ქალაქ აახენში გაფორმდა. 16 გვერდიანი დოკუმენტი რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს და ბერლინის და პარიზის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს მიზნად.