საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს

საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. როგორც ცნობილია, საფრანგეთი ამ დახმარებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ხარჯზე გადაიხდის. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მიაწვდის 155 მილიმეტრიანი კალიბრის საარტილერიო ჭურვებსა და ავიაბომბებს. გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს მსუბუქი ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას. ასევე, ქვეყანა გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას როგორც უკრაინის, ისე საკუთარი სამხედროების მხარდასაჭერად.