საფრანგეთი უცხოურ ჩარევასა და საარჩევნო მანიპულაციებზე კანონს ამკაცრებს

21:35, 21.10.2026

სენატში ფრანგი მაღალჩინოსნის გამოსვლამ საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში ორმაგ სტანდარტზე ევროკავშირის მისამართით განცხადებები გაააქტიურა. მაშინ როცა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის ქვეყნებში საარჩევნო პერიოდებში ინფორმაციის მასშტაბურ მანიპულაციებზე საუბრობდა, ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა. მინისტრის გამოსვლა უცხოური ჩარევის მზარდ ტენდენციას ეხებოდა, რომლის მიზნად საფრანგეთის მთავრობის წევრმა დემოკრატიის დაზიანება და სახელმწიფო უწყებების მიმართ მოქალაქეთა ნდობის შემცირება დაასახელა. საფრანგეთი, სადაც მასშტაბურ პროტესტში გადაზრდილი გამოსვლების და არეულობის გამო მწვავე პოლიტიკურ-სოციალური კრიზისია, მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების ფონზე სწორედ გარე ჩარევების შესაზღუდად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალურ კანონზე მუშაობს. კანონმდებლობის დამტკიცებამდე კი ქვეყნის პრეზიდენტი პარიზსა და სხვა ქალაქებში განვითარებული მძიმე მოვლენებში გარე ჩარევის ნიშნებზე ღიად მიუთითებს და ცალკეულ ლიდერებს აკრიტიკებს. საფრანგეთის ხელისუფლების დღევანდელი რიტორიკა ოფიციალური თბილისის გზავნილებს ემთხვევა-გასხვავებით არცთუ შორეული წარსულისგან, როცა იმავე უცხოური გავლენის კანონმდებლობის თუ 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლის გამო სწორედ საფრანგეთიდან ,,ქართული ოცნება” მწვავე კრიტიკის სამიზნედ არაერთხელ იქცა.

მსგავსი