საფოსტო მარკების წარდგენა 

15:30, 19.02.2026

ფოლკლორის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილისა და პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის, თამარ მამალაძის საფოსტო მარკების წარდგენა გაიმართა. დამსწრეებმა ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს მუსიკოსების ღვაწლი და შემოქმედებითი ცხოვრება. პროექტის მიზანი, მათი ღვაწლის დაფასება და სახელის უკვდავყოფაა. პარალელურად, ფოლკლორის ცენტრმა თამარ მამალაძის მემკვიდრეობა, ჩანაწერები გააციფრა და წლის ბოლომდე მრავალტომეულის სახით გამოიცემა.

მსგავსი