საფლავთა კურთხევის დღე

21:33, 21.04.2025

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.

ტრადიციისამებრ, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მოქალაქეები საფლავებზე გადიან, მიცვალებულებს უფლის აღდგომას ახარებენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ამ დღეს ხალხმრავლობაა ძმათა სასაფლაოებზეც, სადაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებენ. სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილების მსურველებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება.

მსგავსი