საფლავების კურთხევის დღე

სწორედ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენეს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

წამებით მოკლული უმცროსი სერჟანტი შმაგი სოფრომაძე, კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი და არჩილ ტატუნაშვილი, რომლის საფლავზეც ხალხის ნაკადი არ წყდებოდა.

სამხედრო მოსამსახურეების ახლობლები დღეს ერთმანეთს გარდაცვლილი გმირების ისტორიას უყვებოდნენ.

პატივით გაიხსენეს დღეს შინდისში, უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული 17 ჯარისკაციც.