საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი რუსთავში

რუსთავში ერთი თვის წინ გახსნილი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ახალ სტადიონებზე წვრთნებს საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ძირითადი და ასაკობრივი ჯგუფები ყოველდღიურად გადიან, ადგილზე ვარჯიშობს ქალთა საფეხბურთო გუნდიც. ახალმა ცენტრმა უკვე სასკოლო სპორტულ ოლიმპიადასაც უმასპინძლა, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 100 ათასამდე მოზარდია ჩართული. ოლიმპიადის საქალაქო ტურის ფინალურ საფეხბურთო შეხვედრებში გამარჯვებულები რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ დააჯილდოვა.