საფეხბურთო მოედნების მშენებლობა იმერეთში
საფეხბურთო სავარჯიშო მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს ჭიათურაში, ზესტაფონსა და ვანში.
თითოეული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურ საფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი სათავსოები. მიზანია თანამედროვე სავარჯიშო გარემოს შექმნა ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის მიზნით. პარალელურად, წყალტუბოში მიმდინარეობს უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი, არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის პროექტირება. პროექტზე კონკურსში გამარჯვებული კომპანია „სტუდია 9” მუშაობს.
კომპლექსი გათვლილია საფეხბურთო, ისე სარაგბო მატჩების ჩატარებაზე.