საფეხბურთო მატჩი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში

18:25, 18.10.2026

პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სპორტული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით ღონისძიებები გრძელდება. №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს 35-ე საჯარო სკოლასთან არსებული საფეხბურთო გუნდის წევრები მწვრთნელებთან ერთად ესტუმრნენ. სტუმრებსა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე დაესწრო. სპორტის მართვის სტრატეგიის შესაბამისად დანერგილი აქტივობების ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ტურნირები რეგულარულად ტარდება; იზრდება მსჯავრდებულთა ჩართულობაც, რაც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

მსგავსი