საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსი შენდება.

საფეხბურთო კომპლექსი ერთ სტანდარტულსა და ერთ პატარა მოედანს, გასახდელებსა და 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას მოიცავს. ამასთან, განათების სისტემაც დამონტაჟდება.

ლევან კობიაშვილმა ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სამუშაოებს ადგილზე ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.