საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ საქმე

საფეხბურთო კლუბმა, „კოლხეთი 1913“-მა ფეხბურთელების სახელფასო დავალიანების გადახდა ვერ შეძლო.

კლუბს სანქცია ემუქრება. საუბარია დაახლოებით 45 ათასი ლარის ოდენობით დავალიანებაზე. „კოლხეთი 1913“-ის ადმინისტრაციის განცხადებით,  სავარაუდოდ, შესაბამისი სპორტულ-ტექნიკური კომისია აამოქმედებს სანქციას და გუნდს ექვსი ქულა დააკლდება, ეს კი კლუბისთვის, სატურნირო მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებას გამოიწვევს.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერიასთან იყვნენ შეკრებილები და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.