საფეხბურთო აკადემიის გახსნა

საქართველოში „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის გახსნა იგეგმება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სპორტულ გადაცემა „ტაიმაუტში“ გიორგი ქინქლაძემ გააკეთა.

ვეტერანი ფეხბურთელის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ მფლობელებთან მას დაწყებული აქვს მოლაპარაკება. არსებობს გარკვეული მოთხოვნებიც, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს აკადემია. გეგმის განხორციელების შემთხვევაში ქინქლაძის განცხადებით, აკადემიის ფუნქციონირებაში „მანჩესტერ სიტის“ წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.