„საფარის“ მიმართვა

„საფარმა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიმართეს. საქმე ეხება ხანუმ ჯეირანოვას მიმართ ოთხი წლის წინ ჩადენილ დანაშაულს – საჯაროდ ცემისა და სიკვდილის ფაქტს.

შემთხვევა საგარეჯოში მოხდა. 30 წლის ქალს ქმრის ნათესავებმა ღალატში დასდეს ბრალი. ორი შვილის დედა სოფელში ფეხშიშველი ჩამოატარეს,  ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს. ორი დღის შემდეგ კი, ის მშობლების სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ქალის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული. ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ ბრალი არც ერთ პირს არ წაყენებია.