„საფარის“ განცხადება

სუროგაციის პრობლემებზე საუბრობს ორგანიზაცია „საფარი“. მათი განცხადებით პროცედურისთვის საქართველოში ჩამოყვანილი პირები კომპანია „ქინდერლიმ“ ჰონორარის გარეშე დატოვა. ბაია პატარაიას განცხადებით, სუროგატი დედები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. საფარი მოუწოდებს პროკურატურას, უკვე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება და საქმეს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭოს.