საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ელოდება.

სწორედ ევროპელი ექსპერტების პოზიციაზეა დამოკიდებული, როდის გავა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე. მანამდე კი იურიდიულმა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტი უკვე დაამტკიცა. კანონში შესატანი ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის წესს და პროცედურას ცვლის. ანუ მოსამართლეობის კანდიდატს შერჩევის ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ეძლევა, იუსტიციის საბჭო კი ვალდებული ხდება, რომ შერჩეულ კანდიდატთან ერთად პარლამენტს საკუთარი დასაბუთებაც წარუდგინოს.

თეონა მანაგაძე დეტალებით.