გაუმჯობესებულია საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა.
ბოლო ცხრა თვეში რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მაღალი მაჩვენებელია. თუმცა მიღებული მონაცემი მაინც ჩამორჩება წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზს, რასაც ხელისუფლება რუსეთის მიერ დაწესებული ავიაშეზღუდვებით ხსნის. თუმცა, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის დანაკლისს სხვა ქვეყნები ავსებენ.