საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში
საკლუბო წყალბურთის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან ბათუმში.
15-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქი „შავი ზღვის საერთაშორისო თასის“ გათამაშებას უმასპინძლებს. შეჯიბრებაში რვა კლუბი იასპარეზებს, მათ შორის ევროპული წყალბურთის გრანდები – იტალიური „პრო რეკო“, უნგრული „ფერენცვაროში“, სერბული „ნოვი ბელგრადი“ და ფრანგული „მარსელი“. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი „ბურბონ კაშივაზაკიც“. საქართველოს კი „დინამო თბილისი“ და „ა პოლო“ წარმოადგენენ.
ბათუმში დღეს წინა სატურნირო პრესკონფერენცია გაიმართა.