მზადება საერთაშორისო ტურნირისთვის – ფოთში მალთაყვას ბაზა წყალსათხილამურო სპორტში შეჯიბრებას უმასპინძლებს.
ორ ეტაპად დაყოფილ ასპარეზობას მონაწილეები რამდენიმე ქვეყნიდან ჰყავს. ტურნირის შემდეგ საქართველო 2026 წლისთვის ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე განაცხადს გააკეთებს. თუ დადებითი პასუხი იქნება, ჩვენი ქვეყანა 35 წლის შემდეგ ჩემპიონატს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს.
როგორ მიმდინარეობს საერთაშორისო შეჯიბრებისთვის მზადება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ოქროს ტბაზე – რეპორტაჟი მალთაყვიდან.