საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ, კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს, BATUMI OPEN-ს უმასპინძლა.

ტურნირში 13 ქვეყნის 431 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა კარატისტებმა ტურნირზე 35 მედალი მოიპოვეს, აქედან 7 ოქრო, 10 ვერცხლი და 18 ბრინჯაო. ამ შედეგით საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. შეჯიბრების დასკვნით დღეს, 18-წლამდელთა შორის აბსოლუტური ჩემპიონი ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ავთანდილ პარწიკანაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე, ასევე ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი – დიმიტრი მსხალაძე დაამარცხა. 2026 წლის 9-10 მაისს კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს.