„ფოთი პრო 2025“ დასრულდა. 34 წლის შემდეგ პირველად, მალთაყვაში, ოქროს ტბაზე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის შვიდი ქვეყნის წამყვანმა სპორტსმენებმა. 30-მდე მოთხილამურე მთელი დღის განმავლობაში ორ დისციპლინაში – ხტომასა და სლალომში ეჯიბრებოდნენ. ტურნირში ასევე მონაწილეობდა გენადი გურალიაც, რომელიც 2008 წელს ევროპის საუკეთესო წყალ-მოთხილამურედ დასახელდა. ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მოსალოდნელი უამინდობის გამო, 7 სექტემბერს დაგეგმილი ფინალური ეტაპიც გუშინვე გაიმართა და შედგა დაჯილდოების ცერემონიალიც.