საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ვარშავაში

12:26, 28.11.2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთში, ვარშავაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთიანი საპრომოციო სტენდით, ოთხ ქართულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები მოეწყო. მოლაპარაკებები შედგა პოლონურ კომპანიებთან ტურისტული პაკეტების მომზადებისა და საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანის მიზნით.

მსგავსი