საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მადრიდში

პანდემიის დაწყებიდან პირველად ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა იხსნება.

მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი მადრიდია, სადაც ხვალ 160 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბება. გამოფენის მთავარი პარტნიორი საქართველოა, რომელიც სხვა მონაწილეებთან ერთად ესპანეთში საკუთარ ტურისტულ პოტენციალს წარმოადგენს და იმ შეღავათებზე ისაუბრებს, რომლებსაც პანდემიის ფონზე ზაფხულში ტურისტული სექტორის უსაფრთხოდ მუშაობისთვის გეგმავს. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერი.