საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მადრიდში

21:24, 19.05.2021

საქართველოში პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროს პოპულარიზაციას ესპანეთში ცდილობენ.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების შემდეგ პირველად მადრიდში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. საქართველო ღონისძიების პარტნიორია. ცალკეა წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის სტენდი, სადაც საერთაშორისო ტურ-ოპერატორებსა და კომპანიებს ქართული ტურისტული პოტენციალის გაცნობა შეუძლიათ. წარმოდგენილია სპეციალური ვიდეო-რგოლები, ქართული მხარე გამოფენის მონაწილეებს იმ სპეციალურ რეგულაციებსა და ზომებსაც აცნობს, რომლებიც ზაფხულის სეზონზე ტურისტების მოსაზიდად და ტურისტულ სექტორში კოვიდისგან უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ტარდება. გამოფენა დღეს საქართველოს პრემიერმა ესპანეთის მეფესთან და დედოფალთან ერთად დაათვალიერა.

„მოამბე“ მადრიდიდან.

მსგავსი