ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კორეის რესპუბლიკაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ოთხი დღის განმავლობაში, გამოფენის ფარგლებში მოეწყო საქართველოს შესახებ პრეზენტაციები, შეხვედრები შედგა კორეულ კომპანიებთან და ტურისტულ ასოციაციებთან, საქართველოში კორეელი ტურისტების მოსაზიდად და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად. გამოფენაზე 40 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.