საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ისრაელში
თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. წარმოდგენილია 30-ზე მეტი ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო. ვიზიტორებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, ინფორმაცია მიიღონ საქართველოს კურორტებისა და ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ. ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია.