საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბერლინში

ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში წამყვან მედიასაშუალებებთან და ონლაინ ტურისტულ პლატფორმებთან თანამშრომლობას იწყებს.

ბერლინში გამართული საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „სიენენის“, „ბიბისის“, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“, „ექსპედიას“ და სხვა გავლენიანი მედიასაშულებების და ონლაინ პლატფორმების წარმომადგენელს შეხვდა.

მთავარი თემა სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაცია იყო.