საერთაშორისო ტურისტული ფორუმი

ბათუმი World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიების მიმართულებით საუბრობენ.