საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

18:33, 02.06.2026

სიღნაღში მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, თეატრ „არტ დრონის“ სპექტაკლით – „ცოცხალთა ხმა“ გაიხსნა, რომელიც რეჟისორმა ლუკა მონავარდისაშვილმა დადგა. ფესტივალი 7 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს რვა ქართული და სამი უცხოური თეატრალური დასი ლიეტუვიდან, უკრაინიდან და ესპანეთიდან. ფესტივალის ფარგლებში, პირველად გაიმართება ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული სამოყვარულო თეატრის, „ათინათის“ სპექტაკლის ჩვენება. ჩატარდება მასტერკლასები მეტყველებასა და სამსახიობო ოსტატობაში.

მსგავსი