საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გურიაში 

21:44, 13.07.2025

ომი, მარტოობა, მოზარდი და ძაღლი – ამ თემებზეა აგებული სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს ქართულ მოთხრობას სულ სხვა თვალით აცნობს. ახალგაზრდა ყაზახმა რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში „ძაღლი“ საკუთარი ხალხის ამბავი იპოვა და ემოციური სპექტაკლი შექმნა. თეატრალური ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც სპექტაკლი დაიდგა, უკვე მეათე წელია ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათობით დასი მონაწილეობს. მთავარი ამოცანა უცვლელია – ნოდარ დუმბაძის სახელის გლობალიზაცია და ქართული ლიტერატურის ახალი ფორმებით გაცოცხლება. ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი მეათე საიუბილეო და მეხუთე საერთაშორისო წელს აღნიშნავს. ფესტივალის დამფუძნებლები საქართველოს კულტურის სამინისტრო, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიები არიან.

ანა ნოდიასა და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი