„შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. მისივე თქმით, საჭიროა სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება, რომ სამხედრო დანაშაულების ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ. უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგებს ეხმაურება ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მეცოლა აცხადებს, რომ „რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს ეს არის პუტინის საომარი დანაშაულების ცივი რეალობა. მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება. უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. დამნაშავეები და მათი მეთაურები უნდა დაისაჯონ“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.