საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის აკრედიტაცია

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამმა ლაბორატორიამ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის აკრედიტაცია მიიღო.

საუბარია მიკრონაწილაკების, ნიადაგის და ნავთობ პროდუქტების ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიაზე, კახეთის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიაზე. მათი კომპლექსური შეფასების პროცესი, ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ ლაბორატორიებში დანერგილია ხარისხის მართვის უახლესი სისტემები, რომელიც საექსპერტო დასკვნების მეტ სანდოობასა და სიზუსტეზეა მიმართული.