საერთაშორისო სიმპოზიუმი „თიხის კონვენცია“ შანხაიში
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media“ ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ საერთაშორისო სიმპოზიუმი „თიხის კონვენცია“ გაიმართა, რომლის მთავარი თემა – ქვევრი და ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია იყო. სიმპოზიუმზე სიტყვით გამოვიდნენ მეღვინეები საქართველოდან, რომლებმაც სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს ქვევრში ღვინის დაყენების ისტორია და ტექნოლოგია გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია და ქვევრში ღვინის წარმოებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის ჩინეთის ღვინის ბაზარზე. სიმპოზიუმზე ასევე ყურადღება დაეთმო თიხის ჭურჭელში ღვინის წარმოებას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი.