საერთაშორისო შეხვედრა ფრენბურთში

საერთაშორისო შეხვედრა ფრენბურთში – ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიას უმასპინძლა და დამარცხდა.

ქართველმა გოგონებმა სტუმრად მეტოქეს  გასვლაზე სძლიეს, ახლა კი იგივეს საშინაო კედლებშიც შეეცადნენ და მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ სტუმრებმა მასპინძლების შეცდომები უკეთ გამოიყენეს.

ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე გამართულ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო მეხუთე სეტში გადაწყდა.

გუნდს ჯგუფში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას ეროვნული ნაკრები პორტუგალიაში გამართავს.